დავალებები


ესსე 1
პედაგოგის თვითგანვითარება ICT-ის გამოყენებით და მის გარეშე
ფაქტია, რომ 21-ე საუკუნე მეტად აქტიური ცხოვრებით,მობილურობით გამოირჩევა. დრომ განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა,ყველა აქტიურია,ცდილობს ბევრი რამ მოასწროს,არაფერი გამორჩეს და არაფერს გამოაკლდეს. ამისთვის საჭიროა ინფორმაცია,რაც შეიძლება სწრაფად და დიდი მოცულობის, გვჭირდება საკომუნიკაციო საშუალებები,ტექნოლოგიები,რომელთა დახმარებით გაცილებით სწრაფად შევასრულებთ სამუშაოს,დავგეგმავთ,მომამზადებთ...
ამავდროულად ფაქტია ისიც,რომ ინფორმაციული-საკომუნიკაციო ტაქნოლოგიები სულ უფრო საჭირო და ასევე ხელმისაწვდომი ხდება ყველა ასაკის ადამიანისთვის. მოიმატა არა მარტო მოთხოვნამ,არამედ ინტერესმა და საჭიროებამ. ისტ,განსაკუთრებით კომპიუტერი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა.
საინტერესოა,ისტ-ის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები უფრო ეფექტურია თუ არა და რამდენად სწრაფად და ხარისხიანად მიიღწევა დასახული მიზანი. მოდი განვიხილოთ რაიმე მაგალითი,თუნდაც მასწავლებლის მიერ ისტ-ის გამოყენებით მომზადებული და ჩატარებული გაკვეთილი,რომელიც საშუალებას მოგვცემს უკეთ ვიმსჯელოთ მის ეფექტურობაზე,მასწავლებლის,მოსწავლის როლზე,მათ ჩართულობაზე,იმაზე თუ რა გავლენას ახდენს ეს მასწავლებლის განვითარებაზე.
მასწავლებელმა უნდა შეძლოს ისე შეათანხმოს ტექნოლოგოური საშუალებები გაკვეთილის სასწავლო მიზანთან,რომ შედარებით მალე და ეფექტირად გავიდეს შედეგზე.მის მიერ გაკვეთილის დაგეგმვის და მომზადების ხარისხი განსაზღვრავს წარმართვის პროცესის წარმატებილობას ან წარუმატებლობა. თავდაპირველად ის გეგმავს გაკვეთილს,აქვს იდეა თემის,საკითხის შესახებ,რომელიც აუცილებელია პასუხობდეს ბავშვების საჭიროებებს,ინტერესებს და შესაძლებლობებს. მას ორი არჩევანი აქვს: შემოიფარგლოს იმ ცოდნით რომელიც გააჩნია არსებული საკითხის შესახებ,მოიფიქროს რაღაც აქტივობა და მოიხადოს „მასწავლებლობის ვალი“ ან მეორე - დაგეგმოს გაკვეთილი,ისტ-ის გამოყენებით მოძიოს საჭირო ინფორმაცია,დამატებითი ინფორმაცია,ფოტო,ვოდეო,აუდიო მასალები,მოიფიქროს და მოამზადოს აქტივობები,რომელშიც იქნება როლური თამაშები,რის საშუალებითაც შეძლებს მოსწავლეები პასიური მსმენელებიდან გადაიყვანოს აქტიურ როლში და ჩართოს საგაკვეთილო პროცესში.ეს არამარტო გაკვეთილის ჩატარების ხარისხს ზრის,არამედ მასწავლებლის თვითგანვითარებასაც ამაღლებს.მომზადებისას უნდა მოიძიოს საჭირო ტექნიკა და გადამოწმოს მწყობრშია თუ არა.
გაკვეთილის წარმართვისას ისე უნდა გამოიყენოს ეს ყოველივე,რომ არ დაირღვას გაკვეთილის მიმდინარეობა.კარგი იქნება თუ წინასწარ გააცნობს შეფასების რუბრიკას,ასე ბავშვები უფრო მობილიზებულები იქნებიან. მასწავლებელმა უნდა შეაფასოს საკუთარი მუშაობა,გამოყოს გაკვეთილის ძლიერი და სუსტი მხარეები,გაუზიაროს  და მოისმინოს კოლეგების აზრი.ეს დაეხმარება მომდევნო გაკვეთილის ეფექტურად წარმართვისთვის. აღსანიშნავია,რომ თვითშეფასება ეხმარება მასწავლებელს რეალურად შეაფასოს საკუთარი მუშაობა,იყოს კრიტიკული,სხვა ადმიანის თვალით შეხედოს საკითხს,გაითვალისწინოს როგორც თავისი,ისე სხვისი ინტერესები.გაიზარდოს პროფესიულად და პიროვნულად.
ისტ გვეხმარება მეტად განვითარდეს როგორც მოსწავლე,ასევე მასწავლებელი.გვეხმარება ცოდნის შეძენაში,ორგანიზებაში,მასალის უკეთესად გადაცემაში და გამოყენებაში.საუკეთესო საშუალებაა სწრაფად  და ეფექტურად მივაღწიოთ დასახულ მიზანს.


მეგი ხუნაშვილი





დავალება 2


სამი პროექტი
   პირველი პროექტი, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიქცია, ეს იყო  "მარანი".წარმოშობით კახელი ვარ და რაც ზოგადად ვაზს, ყურძენს, მარანს და ღვინოს შეეხება ყველაფერი მაინტერესებს.:)) რაც შეეხება პროექტის იდეას მშვენიერია,საინტერესო თუმცა უკეთ გაწერაც შეიძლებოდა,უფრო მკაფიოდ.
   მომეწონა პროექტი "ადამიანი და კომპიუტერი". იდეა აქტუალურია, საჭირო და სასარგებლო. ზუსტად არის მითითებული ყველაფერი, გამოყენებულია ვიზუალური მასალა რაც მეტად მრავალფეროვანს ხდის. აქვე შეგვძლია ვნახოთ საინტერესო შეკითხვებიც და ინფორმაცია რამდენიმე ოპერაციული სისტემის შესახებ.
   მესამე კი არის "შოკოლადი".. ჩვენ წინა ლექციაზე შევეცადეთ მიკრო კვლევა ჩაგვეტარებინა და დაგვემტკიცებინა შემდეგი ჰიპოთეზა "ადამიანებში შოკოლადი ასოცირდება სიტკბოსთან", და სწორედ ამიტომ დამაინტერესა ამ პროექტის იდეამ და მომინდა უფრო მეტი გამეგოსოკოლადის შესახებ.


დავალება 3

კვლევა ჩატარდა ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე. საკვლევი კითვა - რასთან ასოცირდება თქვენთვის შოკოლადი?











დავალება 4


პროექტი


ექსკურსია დმანისში

      სკოლაში, სასწავლო პროცესის განმავლობაში ბავშვებს ბევრ რამეს სწავლობენ და ბევრ სასარგებლო ინფორმაციასაც იღებენ. თანდათან უფრო აქტიური ხდება მოსწავლე სასწავლო პროცესში, ის აღარ არის ინფორმაციის მხოლოდ მზა სახით მიმღებელი, არამედ აქტიურადაა ჩართული სწავლების პროცესში. მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია ბავშვის ინტერესები სასწავლო მასალის ათვისების დროს. ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაც უფრო მეტად აადვილებს და მრავალფეროვანს ხდის მათ ჩართულობას.
   ჩვენი მიზანი არის ეროვნული სასწავლო გეგმის VII კლასის „საზოგადოებრივი მეცნიერებების“ - ისტორიის, წლის ბოლოს მისაღწევი შედეგების, კერძოდ V პუნქტის განმტკიცება.
ისტ.VII.5. მოსწავლეს შეუძლია  ახსნას, თუ რა გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები დასახლების ტიპებზე, საზოგადოების ტრადიციებსა და მეურნეობის განვითარებაზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·       აკვირდება არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ (სახელმძღვანელოში მოცემულ ან ინტერნეტით მოძიებულ) მასალას და პასუხობს შეკითხვას – რა საქმიანობას ეწეოდა ხალხი, რომელსაც ეს ნივთები (სამოსახლო) ეკუთვნოდა;
·       განსაზღვრავს დასახლების ტიპებს და მსჯელობს კონკრეტულ ისტორიულ-გეოგრაფიულ გარემოში მათი გაჩენის მიზეზებზე. მსჯელობს სხავდასხვა გარემოში მოსახლეობის განსახლების კულტურულ და სამეურნეო თავისებურებებზე;
·       კლასში ჯგუფური მუშაობისას ფოტოსურათების ან ვიდეომასალის  საშუალებით ადარებს სხვადასხვა ისტორიულ-გეოგრაფიულ გარემოში არსებულ ორ სამოსახლოს და ადგენს მათ შორის არსებულ მსგავსება-განსხვავებას (მასალა, არქიტექტურა).

 ამისთვის გადავწყვიტეთ დაგვეწერა პროექტი  და მოგვეწყო ექსკურსია დმანისში.
პროექტის სათაური: ექსკურსია დმანისში
პროექტის მოკლე აღწერა: საქართველოს ამ ულამაზესი ადგილის გაცნობა. პროექტის მიზანი არის ეროვნული სასწავლო გეგმის VII კლასის „საზოგადოებრივი მეცნიერებების“- ისტორიის, წლის ბოლოს მისაღწევი შედეგების, კერძოდ მეხუთე პუნქტის განმტკიცება.
პროექტის  სრული აღწერა: დმანისი - ქალაქი საქართველოში. თანამედროვე დმანისის ახლოს არის ამავე სახელწოდების ქალაქი-სიმაგრის ნანგრევები (VI-XV სს.), სახლების, ქუჩების, ღვინის სარდაფების და სხვა ობიექტების ნაშთები. დმანისის არქეოლოგიური შესწავლას 1936  წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. აქ აღმოჩენილია ევროპაში ყველაზე ძველი ადამიანის ნაკვალევითავის ქალა, რომლის ასაკი 1,6 მილიონი წლით განისაზღვრება. მოსწავლეები იმოგზაურებენ მითითებულ ადგილას - დმანისში, მოახდენენ აღწერას ადგლების, ისტორიული ძეგლების, ამოჩენილი ნივთების შესახებ. ასახავენ ფოტოგრაფიულად, მოიძიებენ ინფორმაციას აქ გავრცელებული ფლორისა და ფაუბის შესახებ, აგრეთვე ბუნებრივ პირობებზე. შეისწავლიან მოსხლეობის ყოფა - ცხოვრებას, ადათ - წესებს, სამზარეულოს...
მონაწილეთა ასაკი/კლასი: VII კლასი
ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე (05/2012 – 06/2012)
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინფორმაციის მოძიება წიგნებიდან, ინტერნეტიდან. მოძიებული მასალის ანალიზი, გამოფენის მოწყობა (აღმოჩენილი ნივთების შესახებ დაწერილი ესეები, ნახატები, ფოტოები) ისტ-ის გამოყენებით.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვებს გამოუმუშავდებათ დაკვირვების, კვლევის უნარ-ჩვევები, ისწავლიან წიგნზე მუშაობას, აგრეთვე კონკრეტულ ადგილას - საველე პირობებში მუშაობას,გაეცნობიან კონკრეტული დასახლებისთვის დამახასიათებელ დასახლების ტიპებს, ამ ადგილის მოსახლეობისთვის დამახასიათებელ თავისებურ ტრადიციებს,გაარკვევენ ახდენს თუ არა ბუნებრივი პირობები გავლენას ამ ყველაფერზე (დასახლების ტიპებზე,საზოგადოების ტრადიციებსა და მეურნეობის განვითარებაზე).მოხდება აგრეთვე თეორიული ცოდნის რეალიზება.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბავშვები გაიღრმავებენ ცოდნას ისტორიაში - ეცოდინებთ ისტორიული ძეგლის არქიტექტურა, აღმოჩენილი ნივთები-მათი დანიშნულება, გეოგრაფიაში - ისწავლიან საქართველოს ამა თუ იმ კუთხის, ადგილის გეოგრაფიულ მდებარეობას, ბუნებას, კლიმატს. ლიტერატურაში - მოიძიებენ ინფორმაციას წიგნებიდან. შეისწავლიან ამა თუ იმ კუთხის ადათ-წესებს. ხელოვნებაში - მოაწყობენ გამოფენას,შეასრულებენ ნახატებს.  საინფორმაციო ტექნოლოგიებში - გააკეთებენ პრეზენტაციას, გამოიყენებენ ისტ-ს სასწავლო პროექტის ოთხივე ეტაპზე (დაგეგმვა, მომზადება, განხორციელება, შედეგების წარდგენა)
   ხარჯები:  სამარშუტო ტაქსი - 200 ლარი
                         კვება - 150 ლარი
                        გიდი - 50 ლარი
                        გამოსაყენებელი მასალა  (ციფრული ფოტოაპარატები, რვეულები და კალმები - ინტერვიუსა და შენიშვნების ჩასაწერად)
   პროექტის დაგეგმვის და მომზადების დროს აქტიურად გამოვიყენეთ ისტ - ამინდის გაგება, ინფორმაციის მოძიება ინტერნეტიდან, სურატების ნახვა..., აგრეთვე განხორციელების (ფოტოების გადაღება) და შედეგების წარდგენის (პრეზენტაცია) დროს.

No comments:

Post a Comment