"სასწავლო პროექტები და საინფორმაციო ტექნოლოგიები"
- სასწავლო კურსის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი. 15 კვირა, კვირაში 2 საათი(ჯგუფში მაქსიმუმ 15 სტუდენტი)
- ლექტორი:
პავლე თვალიაშვილი,
საერთაშორისო ტრენერ-კონსულტანტი განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.
- სასწავლო კურსის მიზანი:
მომავალმა პედაგოგებმა შეძლონ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისეფექტურად გამოყენება პროექტების განხორციელებისას სწავლების პროცესში.
- სწავლის შედეგები და კომპეტენციები:
წარმატებული კურსდამთავრებული შეძლებს:
სასწავლო პროექტი
ნებისმიერი პედაგოგისთვის ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი
პავლე თვალიაშვილი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი
საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების ავტორი და კოორდინა
მასალა დაეხმარება დამწყებ პედაგოგებს გაერკვნენ სასწავლო პროექტების არსში, დაანახებს მათ, რომ სასწავლო პროექტები შესრულებადია, თუ მას გეგმაზომიერად განავითარებენ, განსაზღვრავენ მიღწევად მიზნებს და ამ სფეროში საქმინობას დაიწყებენ მარტივი პროექტებით, რომელთა განხორციელებისთვისაც მცირე დრო, ნაკლები მომზადება და სკოლაში უკვე არსებული რესურსები (თვალსაჩინოება, ტექნიკა, მასალები, სივრცე...) საკმარისია.
სხვადასხვა საგნის პედაგოგებთან შეხვედრისას ხშირად განგვიხილავს სასწავლო პროექტების განხორციელების გამოცდილება. ბოლო პერიოდში იმატა სკოლების რაოდენობამ, სადაც პედაგოგებს გაუჩნდათ მოტივაცია (არა მხოლოდ ფინანსური) და მოსწავლეებთან მუშაობისას წარმატებით იყენებენ სწავლების ამ ინსტრუმენტს.
მასწავლებლებისთვის არაერთხელ დამისვამს კითხვა, რას ნიშნავს პედაგოგებისა და მოსწავლეების სასწავლო პროექტებში ჩართულობა? რა საქმიანობა აღწერს მოსწავლისა და მასწავლებელის ჩართულობას სასწავლო პროექტში? პასუხები არაერთგვაროვანი იყო:
გთავაზობთ თბილისის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგის პასუხს, სადაც მან აღწერა მის მიერ ინიცირებული გრძელვადიანი პროექტის მიმდინარეობა:
სკოლაში ვერავინ ავიყოლიე რომ დამეხმაროს :( ყველას ”მოცლილი” ვეგონე მაშინ როცა ვთხოვდი რომ ჩართულიყვნენამ პროექტში, ახლა კი იმის დროც აღარ მაქვს რომ ვინმესპროექტრში ჩართვა ვთხოვო, ვინაიდან სწავლა დავიწყე (მაგისტრატურაში), მაგრამ იმედს ვიტოვებ რომ ამ პროექტსმაინც გავიტან ბოლომდე და დავაინტერესებ ვინმეს მაინც :)
დ.ლ.
ორიოდე წლის წინ შეხვედრების დროს რამდენიმე ათეულმა პედაგოგმა განმიცხადა, რომ მიუხედავად სახელმძღვანელოებში არსებული მითითებისა, პროექტებს იმიტომ არ იყენებენ პროექტს სასწავლო პროცესში, რომ კარგად არ ესმით მისი არსი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ საქართველოში სპეციალურად შერჩეული მენტორების გამოკითხვამ აჩვენა, რომ ისინი ვერ ერკვევიან პროექტის, როგორც სასწავლო ინსტრუმენტის არსში. არ აკეთებენ ან, თუ ფიქრობენ რომ აკეთებენ, არასწორი წარმოდგენა აქვთ პროექტზე. გამოკითხული იყო 30-მდე მენტორი (გამოცდილი მასწავლებელი, რომელმაც ერთწლიანი ხელმძღვანელობა უნდა გაუწიოს მასწავლებლობის მსურველს, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებსა და დამამათავრებელი კურსის სტუდენტებს).
პედაგოგიური მიმართულების ფაკულტეტების 20-მდე მე-2-მე-4 კურსელთან ჩატარებულმა არაფორმალურმა ინტერვიუებმა და ლექციების კურსმა აჩვენა, რომ მომავალი პედაგოგებიც არ არიან მზად პროექტების განსახორციელებლად.
ტრენინგებმა, რომლებშიც სხვადასხვა გამოცდილების პედაგოგები იყვნენე ჩართულები კი გვიჩვენა, რომ პედაგოგები სიამოვნებით ეცნობიან სასწავლო პროექტის დაგეგმვისა და მართვის პრინციპებს. მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ პროექტების შექმნა და განხორციელება ხელმისაწვდომია ნებისმიერი ფინანსური შესაძლებლობისა და გამოცდილების პირობებში. გვირჩევენ, რომ პროექტი არ უნდა იქცეს გრძელვადიან მონოტონურ, მომქანცველ საქმიანობად.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტი, ისევე როგროც ნებისმიერი სასწავლო აქტივობა მრავაფეროვნად შეიძლება იყოს წარმოდგენილი, ჩნდება აზრი, რომ არ არსებობს ერთიანი მიდგომა პროექტების მიმართ.
რიგ შემთხვევაში პედაგოგების მიერ პროექტი განხილულია, როგორც ინტერნეტიდან ინფორმაციის მოძიება, რიგ შემთხვევაში, როგორც თემის დაწერა, ზოგჯერ-როგორც ღონისძიების ჩატარება.
ცალკეულ შემთხვევებში პედაგოგები მშვენივრად ართმევენ თავს ეფექტურად შეაზავონ ის კომპონენტები, რომელთა გარეშეც საქმიანობათა ერთობლიობას ვერ უწოდებ პროექტს. ამის მაგალითები მრავლად შეიძლება ნახოთ განათლებისა და მეცნიერების სამიანისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში.
სასწავლო პროექტი არის კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივისგანხორციელებაზე მიმართული მრავალმხრივი სამუშაო, რომელიც უზრუნველყოფსმოსწავლეთა კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციურიუნარ-ჩვევების განვითარებას. პროექტზე მუშაობა მოიცავს დაგეგმვის, კვლევის, პრაქტიკულიქმედებისა და შედეგების წარმოდგენის ეტაპებს არჩეული საკითხის შესაბამისად. ნებისმიერ პროექტს გააჩნია რესურსები (ადამიანური, მატერიალურ-ტექნიკური და დროითი), რომლებიც წინასწარ არის განსაზღვრული პროექტის აღწერაში.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით პროექტის გამოყენება პედაგოგების მიერ უნდა ხდებოდეს მიღწეული შედეგების გასააზრებლად: ყველა ეტაპზე მიმდინარე და შემაჯამებელი, განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებისას.
ძნელია ნახო კონკრეტული განსაზღვრება სასწავლო პროექტის, თუმცა ყველაზე ახლოს სასწავლო პროექტთან ე.წ. განვითარების პროექტის განმარტებაა, როდესაც ადამიანთა ჯგუფი გარკევულ დროში განსაზღვრული რესურსებით კონკრეტული საქმიანობებით გეგმავს არსებული მდგომარეობის შეცვლას სასურველი სიტუაციით.
აუცილებელი კომპონენტები თანამშრომლობითი სასწავლო პროექტის განხორციელებისთვის:
· იდეა/პრობლემა/მიზანი
· საქმიანობათა ერთობლიობა
· განმხორციელებელთა ჯგუფი/გუნდი
· რესურსები/ბიუჯეტი
· დაწყების და დამთავრების დრო
სასწავლო პროექტის 4 ეტაპი შეიძლება განვიხილოთ:
1 იდეის ჩამოყალიბება (დაგეგმვა)
2 მომზადება
3 განხორციელება
4 შედეგების წარდგენა
ამას მოჰყვება ახალი იდეის ჩამოყალიბება და პროექტების კეთება ციკლურ ბუნებას ღებულობს.
წლების პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ მართვის მხრივ სასწავლო პროექტების რამდენიმე ფორმა არსებობს:
1. პედაგოგი აყალიბებს იდეას, გეგმავს, ამზადებს და აანალიზებს ინდივიდუალურად. მოსწავლეები ერთვებიან მხოლოდ ჩატარების პროცესში, როგორც შემსრულებლები.
2. პედაგოგი აყალიბებს იდეას, გეგმავს, ამზადებს, ატარებს და აანალიზებს, მოსწავლეები თანამონაწილეობით სრულდება სხვადასხვა ეტაპები.
3. მოსწავლეები აყალიბებენ იდეას, გეგმავენ, ამზადებენ, ატარებენ და აანალიზებენ. მასწავლებელი მონიტორინგს ახორციელებს და შეფასებების გადამოწმებას ახდენს.
ამ დონეებს შორის საზღვარი ნათელი და მკაცრი არ არის, შესაძლოა გარკვეულ ფორმებს შორისაც მოხდეს გარკვეული დონეების გამოკვეთა, როდესაც მოსწავლეებსა და პედაგოგს შორის ხდება პასუხისმგებლობების გადანაწილება.
სასწავლო პროექტად შეიძლება იქცეს ნებისმიერი ღონისძიება, თუ:
· ის ემსახურება კონკრეტული მიზნის მიღწევას (პრობლემის მოგვარებას);
· მასში (დაგეგმვა-მომზადება-განხორციელება-გააზრება) ჩართულნი არიან ის ადამიანები (მოსწავლეები) ვინც უნდა ისწავლოს; ჩართულ პირებს შორის განაწილებულია საქმიანობები და პასუხისმგებლობები;
· მას აქვს განსაზღვრული (წინასწარ დაგეგმილი ან სავარაუდო) ვადები;
· არსებობს საქმიანობების ჩამონათვალის გაწერა დროის მიხედვით (სამოქმედო გეგმა);
· სამქმიანობების მიხევით გაწერილია საჭირო რესურსები (შედგენილია ბიუჯეტი);
განვიხილოთ ერთი მაგალითი და ვნახოთ, როგორ შეიძლება ეს საქმიანობა ვაქციოთ პროექტად.
მოყვანილი მაგალითი შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩარჩოდ, შეცვალოთ და გააუმჯობესოთ.
თავიდან არის მხოლოდ იდეა - კედლის გაზეთის გამოშვება გარკვეულ თემაზე.
დაგეგმილია, რომ მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეებმა უნდა შექმნან კედლის გაზეთი, ეს მრავალი სკოლისთვის ჩვეულებრივი საქმიანობაა, რომელიც არაერთ პედაგოგსა დამოსწავლეს განუხორციელებია.
წარმოვიდგინოთ პედაგოგი, რომელიც პირველი დონის პროექტს გეგმავს მოსწავლეებისთვის.
რა არის საჭირო იმისთვის რომ ეს საქმიანობა პროექტად იქცეს?
განვიხილოთ ნაბიჯ-ნაბიჯ:
· დაუსვით საკუთარ თავს კითხვა. რა არის კედლის გაზეთის შექმნის მიზანი? ჩაიწერეთ შედეგები, რომლებიც გინდათ მიიღოთ მას შემდეგ, რაც მოსწავლეები დაასრულებენ გაზეთზე მუშაობას. აღმოაჩენთ რომ საკმაოდ ბევრი რამ შეიძლება იყოს მასწავლებლის მიზანი, მაგ.: მოსწავლეებს შეძლებენ დაწერონ კედლის გაზეთისთვის ესე; მოსწავლეებს ეცოდინებათ რა განსხვავებაა ხმაურსა და მუსიკას შორის; მოსწავლეებს გაუჩნდებათ სურვილი მეტი შეისწავლონ მინერალების შესახებ; ან მოსწავლეებს ეცოდინებათ ცვლადი დენი და მასთან დაკავშირებული მოვლენები და სხვ...)
· მიზნიდან გამომდინარე განსაზღვრეთ ის საქმიანობები, რომელთა შესრულებაც მოუწევთ მოსწავლეებს
· თითოეული საქმიანობისთვის განსაზღვრეთ დაწყებისა და დასრულების სავარაუდო დრო.
· საქმიანობის წარმატები განხორციელება შესაბამისი რესურსების გარეშე შეუძლებელია. დაწერეთ, რა რესურსები გჭირდებათ, არ დაივიწყოთ ადამიანური რესურსები. რა როლი აქვთ მათ პროექტში, როგორია მათი პასუხისმგებლობა?
· მას შემდეგ, რაც შეიმუშავებთ პროექტს, მიეცით მოსწავლეებს დავალებები და დრო ამ დავალების შესასრულებლად, შეეცადეთ უზრუნველყოთ ისინი შესაბამისი რესურსებით (წიგნები, ჟურნალები, საინტერესო ადამიანების ტელეფონის ნომრები; ფლომასტერები, ფოტოები, ფურცლები...)
· განხორციელებული საქმიანობის აღიარება სასკოლო საზოგადოების მიერ მნიშვნელოვანია. მოიწვიეთ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები მოსწავლეები და სხვა დაინტერესებული პირები მოსწავლეების მიერ შესრულებული დავალების (კედლის გაზეთის) პრეზენტაციაზე.
· პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოსწავლეებთან ერთად განიხილეთ რა გამოვიდა კარგად და რისი გაუმჯობესება შეიძლება მომავლისათვის.
ამ საქმიანობათა შედეგად, პროექტი ”კედლის გაზეთი ****” წარმატებით დასრულებულად ჩაითვლება.
მართვის შემდეგ დონეებზე პედაგოგის ჩარევა მცირდება და იზრდება მოსწავლეთა აქტიურობა ყველა ეტაპზე.
უნდა ავღნიშნოთ, რომ დროთა განმავლობაში სასკოლო, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე პროექტებში მონაწილეობა მოსწავლეებს უნვითარებსევროკავშირის მიერ აღიარებულ საკვანძო კომპეტენციებსადა მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისთვის საჭირო უნარჩვევებს. გთავაზობთ ამ კომპეტენციათა ჩამონათვალს:
· მშობლიურ ენაზე კომუნიკაცია;
· უცხო ენაზე კომუნიკაცია;
· მათემატიკური კომპეტენცია და საბაზისო კომპეტენციები მეცნირებასა და ტექნოლოგიაში;
· ციფრული კომპეტენცია;
· დამოუკიდებლად სწავლის უნარი;
· პიროვნებათაშორისი, კულტურათაშორისი, სოციალური კომპეტენციები და მოქალაქეობრივიკომპეტენცია;
· მეწარმეობა;
· კულტურული გამომხატველობა
წლებია პროექტის ციკლის მართვის ტრენინგებს ვატარებ განვითარებული და დამწყები ორგანიზაციებისთვის, გარდა ამისა კონსულტაციებს ვუწევ სხვადასხვა ქვეყნის პედაგოგებს, როგორ აკეთონ საგანმანათლებლო პროექტები. მიდგომა, რომელიც ყველაზე მეტად ამართლებს პედაგოგებისთვის და განათლების მუშაკთათვის, ასეთია:
როცა მაგალითები ხელმისაწვდომია, გაეცანით მათ.
· სხვის მიერ ცუდად შესრულებული ნამუშევარი კარგია იმიტომ, რომ შეგიძლია შეაფასო და თქვა: ”მე უკეთ შემიძლია გავაკეთო” (მაგრამ არა მხოლოდ უნდა თქვა, უნდა გააკეთო კიდეც);
· შენნაირად გაკეთებული ნამუშევარი გაძლევს საშუალებას რომ მიხვდე, შენ მარტო არ ხარ!
· სხვის მიერ კარგად შესრულებული ნამუშევარი კარგია იმიტომ, რომ იცი რა უნდა გააუმჯობესო შენს საქმიანობაში
ჩვენი აზრი ონლაინ ინსტრუმენტების შესახებ
როგორ შეიძლება ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროექტებში?
სასწავლო პროექტებში ააქტიურად შეიძლება გამოვიყენოთ ონლაინ ინსტრუმენტები.შესაძლებელია უფრო მარტივად, სწრაფად,მრავალფეროვნულად შევასრულოთ სამუშაო.შეგვიძლია მეტი ინფორმაცია მოიპოვოთ ნაკლებ დროში.ამ საკითხთან დაკავშირებით ვნახოთ სხვის მიერ გაკეთებული პროექტები და აზრი ან რჩევა ვკითხოთ თუნდაც ონლაინზე იმ დროს მყოფ მეგობრებს,ან გავუზიაროთ ჩვენი ნაშრომი და ვთხოვოთ რომ შესწორებები შეიტანოს ან მიმითითოს რა შევცვალო...
და რა კარგია მაშინ, როცა კარგ რჩევებს და მითითებებს გაძლევენ:))
სასწავლო პროექტებში ააქტიურად შეიძლება გამოვიყენოთ ონლაინ ინსტრუმენტები.შესაძლებელია უფრო მარტივად, სწრაფად,მრავალფეროვნულად შევასრულოთ სამუშაო.შეგვიძლია მეტი ინფორმაცია მოიპოვოთ ნაკლებ დროში.ამ საკითხთან დაკავშირებით ვნახოთ სხვის მიერ გაკეთებული პროექტები და აზრი ან რჩევა ვკითხოთ თუნდაც ონლაინზე იმ დროს მყოფ მეგობრებს,ან გავუზიაროთ ჩვენი ნაშრომი და ვთხოვოთ რომ შესწორებები შეიტანოს ან მიმითითოს რა შევცვალო...
და რა კარგია მაშინ, როცა კარგ რჩევებს და მითითებებს გაძლევენ:))
No comments:
Post a Comment